2018-09-09 16:40:40
"ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები  მათ მიერ დაკარგული თანხების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნების გარდა ითხოვენ, რომ  მომხდარზე  პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა აიღოს.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად, "ქართული ოცნების" ოფისში, პარტიის ლიდერები იკრიბებიან. პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიამ უნდა გადაწყვიტოს რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს. 

ამავე თემაზე