2018-09-09 12:34:53
"მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელობას" - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციების განახლებას ხვალიდან გეგმავენ. ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია მისი შვილის მკვლელებს მფარველობს.

მისივე თქმით, შვილმკვდარმა მამებმა სამართლის აღსრულებისთვის ყველა ღონეს მიმართეს, ხოლო ხელისუფლებამ სტრასბურგშიც დაგეგმილი ვიზიტიც ჩაშალა.

„პირდაპირ განაცხადა ხელისუფლებამ რომ მკვლელი არ არსებობს და მკვლელს ვერ მისცემენ პასუხისგებაში და არა მარტო მკვლელს, არამედ თითქოს საქმე არ გაფუჭებულა და საქმეს ხელს არ აფასებდა არავინ ანუ მმართველი გუნდი პირდაპირ მფარველობს ჩემი შვილის მკვლელობას და არა მარტო მკვლელებს, იმ დანაშაულის ჩამდენ პირებს, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ საქმის გაყალბებაში.

პასუხისგებაში აპირებდნენ ჩვენს მიცემას ბატონ მალხაზთან ერთად, დღეს ალბათ, გერმანიის ფედერალურ ციხეში ვიქნებოდით. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართველ საზოგადოებას, არ აქვს მნიშვნელობა ამას ექიმი იქნება, პროკურორი იქნება, გამომძიებელი იქნება, შსს-ს თანამშრომელი იქნება თუ ვისი თანამშრომელი იქნება, ეს სტუდენტი იქნება თუ მასწავლებელი იქნება, არსებითი მნიშვნელობა ამას არ გააჩნია, ყველას მოვუწოდებ, რომ დაგვიდგეს დღეს ჩვენ გვერდში, ჩვენ ერთად უნდა აღვავლინოთ სამართლიანობა ამ ქვეყანაში,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ამავე თემაზე