2018-09-09 12:19:25
გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსველობისას თავი შეიკავონ ყველანაირი აგრესიისგან - გურამ კაშია

საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს საქართევლოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია. ის საზოგადოებას მოუწოდებს თამაშის დროს თავი შეიკავონ ყველანაირი აგრესიისგან და ერთად უქომაგონ საქართველსო ნაკრებს.

" ლატვიასთან, სტადიონზე მოსულ საქართველსო ნაკრების გულშემატკივარს ვთხოვ, მატჩის მსველობისას ყველანაირი აგრესიისა და დაპირისპირების გარეშე უქომაგოს ჩვენ გუნდს. დღეს ლატვიასთან გამრჯვება ყველას ერთად, მთელ საქართველსო გვჭირდება!" - წერს გურამ კაშია.


 

ამავე თემაზე