2018-09-09 12:15:54
"რუსთავი 2"-ზე უარესიაო "იბერია, მკიდია ყველაფერი" - ყიფიანის და ოქუაშვილის სკანდალური ჩანაწერი

როგორ და რა ფორმით ახორციელებს ხელისუფლება ზეწოლას დამოუკიდებელ ტელეკომპანია იბერიაზე - აუდიოჩანაწერი რომელიც ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის საუბარს ასახავს. ჩანაწერში საუბარი ტელეკომპანია "იბერიას" შეეხება და ისმის კონკრეტული პრეტენზიებიც პირისგან, რომელიც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ლონდონში საადვოკატო კომპანიაშია დაბარებული.

„მთავრობა დაგიდგა გვერდში კეთილგანწყობით, წარმოებასთან, თქვენ კაცობასთან ყველაფერში, რა დავაშავეთ მითხარით... ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესიაო იბერიაო... ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია ასეთ ამბებშია...,“-აღნიშნავს ლევან ყიფიანი სატელეფონო საუბარში და იბერიას დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ახსენებს, რომ მას აქვს რამდენიმე ანგარიში, რომელიც მხოლოდ "ომეგა ჯგუფს" არ ეკუთვნის. 

"მკიდია თქვენი "ომეგაც" და ყველაფერი... ეს პრობლემა მაქვს, გადამიწყვიტეთ,"-აცხადებს ლევან ყიფიანი.

წყარო: rustavi2.ge

ამავე თემაზე