2018-09-07 18:51:10
არ არის აუცილებელი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პრივილეგიებით - კობახიძე

არ არის აუცილებელი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ პრივილეგიებით გადამხდელების ხარჯზე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ექს პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმების საკითხის კომენტირებისას:

„ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ შესაცვლელია ეს და არ შეიძლება გადასახადის გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე ყოფილ პრემიერებზე და პრეზიდენტებზე. ეს იყო ჩემი კერძო ინიციატივა. მე დავიწყე ამაზე საუბარი. ამ პოზიციას იზიარებს უმრავლესობაც, რომ არ არის სწორი ყოფილი მაღალი თანამდებობის მქონე პირები სარგებლობდნენ მატერიალური პრივილეგიებით გადამხდელის ხარჯზე. ეს არაფერში არ არის საჭირო. კონკრეტული ადამიანები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე