2018-09-07 17:15:53
იმედი მაქვს, „ევროპულ საქართველოსთან“ პოზიციები შეჯერდება- კობახიძე საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ გარკვეული შედეგიც არის. მან იმედი გამოთქვა, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები შეჯერდება.

„რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართა კომისიის მუშაობა და თითოეული დეპუტატი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენი ამოცანა იყო ჭეშმარიტების დადგენა და საბოლოო ჯამში, გარკვეული შედეგები არის, რომელიც იძლევა ცალკეული დასკვნების გაკეთების საშუალებას.

 

ჩვენ გვექნება კიდევ ერთი რაუნდი დისკუსიისა „ევროპულ საქართველოსთან“, რომელიც იყო წარმოდგენილი ამ კომისიაში და იმედი მაქვს, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება. თუ არ მოხერხდა პოზიციების შეჯერება, გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, რომელიც შესაბამის დოკუმენტში აისახება. ეს დოკუმენტი იქნება წარდგენილი პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ამავე თემაზე