ეკონომიკა
2018-09-07 15:04:13
ბენზინი კიდევ გაძვირდა

ლარის გაუფასურების გამო დღეს ბენზინი კიდევ 2-3 თეთრით გაძვირდა. ბენზინის გაძვირება კი პროდუქციის ფასზეც აისახება.

ფასების ზრდის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი.

მთვრალაშვილის თქმით, საერთაშორისო ფაქტორებთან ერთად ფასის ზრდაზე გავლენა ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებამ გამოიწვია.

„აგვისტოს თვის შემდგომ არის 18 პუნქტით არის გაუფასურებული, რომელიც, პირდაპირ, სამწუხაროდ, ნეგატიურ გავლენას ახდენს საწვავის ფასზე და შესაბამისად, მოლოდინები ნამდვილად არ არის ოპტიმისტური. თუ ვითარება გარკვეულწილად არ შეიცვალა ამ მოცემულობებთან დაკავშირებით ფასების გარკვეული ზრდა შესაძლებელია მომავალშიც მოხდეს,“ - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

ამავე თემაზე