2018-09-07 13:30:40
"სასიკვდილო დიაგნოზი პროკურატურისთვის და სასწავლო მასალა იურიდულისთვის"- დოლიძე საგამოძებო კომისიის დასკვნაზე

"დასკვნის რეკომენდაციები არის საყურადღებო და სასიკვდილო, ბოლო დიაგნოზი ჩვენი პროკურატურისთვის და სასწავლო მასალა იურიდული ფაკულტეტებისთვის, როგორ არ უნდა გამოიძიო დანაშაული."- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებისას:

"მე იმედი მაქვს, რომ რეკომენდაციები იქნება სერიოზული სამოქმედო გეგმა ჩვენი სახელმწიფო უწყებებისთვის, დაწყებული განათლების სეფროდან, ბულინგი როგორ უნდა დავასრულოთ, დამთავრებული როგორ უნდა გამოვიძიოთ საქმეები და კონკრეტულად ხორავას საქმეზე რა შედეგები  უნდა დაიდოს." განუცხადა დოლიძემ "ტვ პირველს"

ამავე თემაზე