2018-09-06 19:32:38
ნუ მომკლავ! - დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია 10 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიმართება 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, შვილ მოკლულ მშობლებთან ერთად აქციებს აანონსებს. სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა გვერდი - "ნუ მოკლავ"!. ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან 10 სექტემბერს 18:00 საათზე დაიწყება. 

ზაზა სარალიძე საქმის ობიექტურ გამოძიებას და შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს. 

სარალიძე ასევე მოითხოვს დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც გამოძიების პროცესში საქმე გააყალბა. 

ზაზა სარალიძეს სოლიდარობა უკვე გამოუცხადა პანკისში, ანტიტერორისტული ოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ. მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად საპროტესტო აქციაში მონაწილეობას პანკისის მოსახლეობაც მიიღებს. 

ამავე თემაზე