2018-09-06 19:07:40
საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები - სრული ტექსტი

პარლამენტის  საგამოძიებო კომისიამ დღეს მუშაობა ოფიციალურად დაასრულა. მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ სამი თვის განმავლობაში 80-მდე პირი გამოკითხა, მათ შორის იყვნენ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დაზარალებულები, ბრალდებულები, მოწმეები და სკოლების ხელმძღვანელები. 

საგამოძიებო კომისიაში "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები შევიდნენ. კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა". კომისიაში უმრავლესობით საპარლამენტო უმცირესობა იყო წარმოდგენილი. კომისიას "ევროპული საქართველოდა" სერგი კაპანაძე თავმჯდომარეობდა.

საბოლოოდ კი გუშინ,  პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა მიიღო, რომელსაც მხარი არ დაუჭირა "ქართულმა ოცნებამ". მმართველ გუნდს საკუთარი, ალეტრნატიული დასკვნა აქვს მომზადებული. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობის მიერ მიღებული დოკუმენტი პოლიტიკური ნიშნებს შეიცავს და ერევა სასამართლო -საგამოძიებო კომპეტენციაში. 

"ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დასკვნა 67-გვერდიანია და მასში ის რეკომენდაციებია შესული, რომელსაც დეპუტატები პროკურატურას და შსს-ს აძლევენ. 

საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.

კომისიის დასკვნა სრულად იხილეთ მოცემულ ბმულზე: 

http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/101632/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%90

 

ამავე თემაზე