2018-09-06 18:45:40
"სასიკვდილო განაჩენი პროკურატურისთვის"- დოლიძე საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი არის პროკურატურისთვის“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. დოლიძის შეფასებით,  დასკვნა სოლიდური ნამუშევარია.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა არის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი პროკურატურისთვის. დასკვნა არის ნამდვილად სოლიდური ნამუშევარი და კომისიის მუშაობა ძალიან კარგი პრეცედენტი. ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფიასკოს ამბავი უნდა ვასწავლოთ იურიდული ფაკულტეტების პირველ კურსზე: როგორ არ უნდა მოიქცე გამოძიების დროს“, - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

 

ამავე თემაზე