სამართალი
კრიმინალი
2018-09-06 18:27:54
"დინამოსთან" მამაკაცი დაჭრეს

"დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. პოლიცია ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს

ამავე თემაზე