2018-09-06 17:53:07
"რუსიფიკაციის პოლიტიკის მანიფესტი და ოკუპაციის ნამდვილი სახე" - რუსული სკოლა ახალგორში

ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება და გამოხატულება, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, - ასე აფასებს ახალგორში რუსული სკოლის გახსნასშერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი. 

"ეს არის რუსიფიკაციის პოლიტიკის მანიფესტი და ნამდვილი სახე ოკუპაციის რეგიონში. არა მხოლოდ ეთნიკურად ქართული მოსახლეობისთვის, არამედ ოსური მოსახლეობისთვისაც ეს უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი იმისა, თუ რას წარმოადგენს რეალურად ეს პოლიტიკა და არ ემსახურება არც ერთის ინტერესებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვსაუბრობდით გუშინ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა არის ერთ-ერთი მძიმე ფორმის მანიფესტი, რადგან საქმე ეხებათ ბავშვებს და ზოგადად მდგომარეობას. ახალგორში ერთმანეთთან მშობლიურ ენაზე კომუნიკაციასაც უზღუდავენ“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე