2018-09-06 14:39:51
საგამოძიებო კომისიის დასკვნის დიდი ნაწილი პოლიტიკური შეფასებებია - პრემიერი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას,  პრემიერ-მინისტრი ეხმაურება და მას პოლიტიკურს უწოდებს.

საქმე ეხება "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებულ დასკვნას, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნების, მათ შორის იუსტიციის მინისტრისა და შს მინისტრის პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

„მე შევაფასებდი საგამოძიებო კომისიის ფუნქციას, რომლის მთავრი ფუნქცია გამოძიების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების გაცემა იყო და არა პოლიტიკური შეფასებები. როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. სამწუხაროდ დიდი ნაწილ გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. კითხვაზე - უნდა გაიზიარონ თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს და იუსტიციის მინისტრებმა, პრემიერი პირდაპირ არ პასუხობს.

ამავე თემაზე