2018-09-06 14:31:07
ქობულიას შვებულებები და პრემიერის კომენტარი

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"გოგა ქობულიამ გააკეთა ამომწურავი კომენტარი ამ საკითხზე. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად. მეტიც, მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის წარმოდგენილი", - განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია არც მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება. ის უკვე რამდენიმე კვირაა შვებულებაშია. 

ამავე თემაზე