2018-09-06 12:19:23
"მდინარაძე პრესტიჟზე მელაპარაკება...ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს"

"აქ არის მთავარია, ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა ვინ გაღუნა დანა"- აცხადებს ზაზა სარალიძე, რომელიც ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებს:

"აქ არის მთავარია, ვინ მოკლა დავით სარალიძე და არა ვინ გაღუნა დანა. ვინც გაღუნა დანა, ისიც დამნაშავეა იქიდან გამომდინარე, რომ ხელი შეუშალა მკვლელის დადგენას და დღეს ვღებულობთ ჩვენ იმას, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას.

პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, შსს რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან, პრესტიჟებზე ლაპარაკობენ? ჩემს შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს. ეს მინდა შევახსენო თავად მდინარაძეს, საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება. ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ" განაცხადა ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამავე თემაზე