სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
კრიმინალი
2018-09-06 10:49:37
„საქართველოს ბანკის“ გაქურდვის მცდელობა - შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა იგი აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკიდან“ ფულის მოპარვას ცდილობდა.

ბრალდებულმა გვიან ღამით, ბანკის შენობაში კარის დაზიანებით შეაღწია, მოლარე-ოპერატორის უჯრიდან ფული ამოიღო და გაქცევას ცდილობდა. პოლიციამ კ.ტ. შემთხვევის ადგილზე დააკავა,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე