სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
კრიმინალი
2018-09-06 10:03:46
მკვლელობა ბარნოვზე - სასმართლოში საქმის არსებითი განხილვა იწყება

ბარნოვის ქუჩაზე,  25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება. სასამართლო სხდომა 12:30 საათზე გაიმართება, სადაც მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალი მისი მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძეა. გამრეკელაშვილის მკვლელობის გარდა ბაქრაძეს გამოძიება 6 სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება - გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას.

მკვლელობა თბილისში, 13 აპრილს მოხდა. 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა აღნიშნულ საქმეზე კიდევ ერთი პირი, თემურ ბაქრაძე დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე