2018-09-06 09:56:28
"ტანსაცმელზე დენთი და სხვა ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა"- ექსპერტიზის ახალი დეტალები

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნის ახალ დეტალებს ასაჯაროებს.ლექსო კობაიძის განცხადებით,  ახალი გარემოებებით იკვეთება, რომ ყოფილი პროკურორის სახლიდან ამოღებულ იარაღებზე და ტანსაცმელზე, მისი დნმ-ის კვალი არ არის. ადვოკატის თქმით,  პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს.

„პასუხია მოსული, რომ მის ტანსაცმელზე არანაირად არც დენთის კვალი ან სხვა ბიოლოგიური მასალა არ აღმოჩნდა. გვიგდებენ ისეთ მოწმეს საქმეში, რომლებიც არ ფლობენ რეალურ ინფორმაციას. ასეთი გახლავთ ბატონი ზურაბ დოლიძე. ათქმევინებენ რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამ იარაღს ფლობდა გიორგი ჭანტურია და კიდევ ბევრ სისულელეს ათქმევინებენ,“-აცხადებს ადვოკატი ლექსო კობაიძე.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი და პარლამენტის ყოფილი წევრი გენერალი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში მოკლეს

ამავე თემაზე