2018-09-06 09:40:07
"ისეთი დასკვნა მიიღეს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს" - ბესელია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, დასკვნა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ უმრავლესობით მიიღო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„სამწუხაროდ, ისეთი დასკვნა მიიღეს, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართლმსაჯულების სფეროში იჭრება, ეს პირდაპირი ჩარევაა სასამართლოში და ის არის, რაც საკანონმდებლო ორგანომ არასოდეს უნდა დაწეროს. ჩვენ დოკუმენტი წარმოვადგინეთ, რომელიც აბსოლუტურად შესაბამისობაშია ფაქტებთან და მანდატთან, რაც კომისიას აქვს. პასუხისმგებლობითაა მომზადებული. ამიტომ, დასკვნა სესიაზე იქნება წარდგენილი, მაგრამ კენჭი დადგენილებას ეყრება და არა დადგენილების პროექტს“, - განაცხადა ბესელიამ.

ამავე თემაზე