2018-09-05 17:05:51
საგამოძიებო კომისია საერთო დოკუმენტზე ვერ შეჯერდება - მდინარაძე

მათი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც არის სუბიექტური, მიუთითებს იმაზე, რომ საერთო დოკუმენტზე ვერ შევჯერდებით – აცხადებსფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და ვარაუდობს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშრებით, საგამოძიებო კომისია საერთო დოკუმენტზე ვერ შეჯერდება:

„ნაცვლად აბსოლუტურად პოლიტიკური დოკუმენტისა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი, ჩვენ ვთავაზობთ კომისიას კენჭი უყაროს დასკვნას, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი იმ საგამოძიებო ხარვეზების შესახებ, რაც გამოძიების პროცესში სარალიძის საქმესთან დაკავშირებით იქნა დაშვებული, რამაც იქონია გავლენა მტკიცებულებების ხარისხზე. ასევე ვფიქრობთ, რომ გამოძიება საჭიროებს დახვეწას, მთელი რიგი საკანომდებლო ცვლილებები იქნება რეკომენდაციებით გათვალისწინებული. ეს ცვლილებები - საგამოძიებო ორგანოების მაღალი ეფექტიანობა მუშაობის პროცესში უზრუნველყოფს, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, რომელიც გამოიკვეთა კომუნიკაციის მომენტში. არ მაქვს ილუზია, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კენჭს უყრიან ამ დასკვნას, მაგრამ ვალდებული ვიყავით ჩვენი მოსაზრებები გადმოგვეცა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე