სიახლეები
კრიმინალი
2018-09-05 14:40:07
13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცველებმა მოზარდის მამინაცვალი დააკავეს 

სამართალდამცველებმა 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ძალადობის მსხვერპლის მამინაცვალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ამავე თემაზე