2018-09-04 17:56:03
ყალბი დოკუმენტების დამზადება?-სიგუას საქმის შესწავლა გენინსპექციამ უნდა დაიწყოს - საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა იოსებ სიგუასთან დაკავშირებით - აცხადებს მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძე:

"საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაიწყოს იოსებ სიგუას მხრიდან საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ყალბი დოკუმენტის სავარაუდო დამზადება-გამოყენების შესაძლო ფაქტებზე, ვინაიდან კომისიას არ მიაჩნია სარწმუნოდ, რომ ამ შემთხვევაში სიგუას კომისიაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. ამაზე პასუხი გენინსპექციამ უნდა გაგვცეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მხოლოდ ერთხელ,   3 ივლისს იმყოფებოდა იმყოფებოდა. სკანდალური გამოკითხვის შემდეგ კი, დაბარების მიუხედავად, მეორე დღეს ის პარლამენტში აღარ გამოჩენილა.  ოფიციალურ მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. მან კომისიას მოგვიანებით შესაბამისი სამედიცინო ცნობაც წარუდგინა.

 

ამავე თემაზე