2018-09-04 11:32:05
სიცოცხლეში მიღებული დაზიანებები - ახალი გარემოებები სმიტების მკვლელობის საქმეში

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მომზადდა სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქმეში ახალი გარემოებები ვლინდება.

ალექსანდრე კობაიძე აცხადებს,რომ სმიტებს სხვადასხვა დაზიანება სიცოცხლეში ჰქონდათ მიღებული. ტყვიის ტრაექტორიიდან გამომდინარე კი გასროლა კობაურს არ განუხორციელებია.

უფლებადამცველი ამტკიცებს,რომ ექსპერტიზის დასკვნამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება გაამყარა და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მწყემსი უდანაშაულოა:

"მას სიცოცხლეში აღენიშნებოდა ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლის არეში, ფეხებში, წვივებში, იარაღი აქვს ისე ნასროლი, რომ არათუ ქვემოდან ზემოთ, ზემოდან ქვემოთ. ეს მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარდაცვლილი რაიან სმიტი კობაურს არ მოუკლავს,იმიტომ, რომ მათი ფიზიკური პროპორციული მდგომარეობა , რომ შევაფასოთ, კობაური არის დაბალი და აღნიშნული პირობნება იყო უფრო მაღალი. აშკარაა, რომ სანამ იგი გარდაიცვლებოდა, კომუნიკაცია ჰქონდა სხვა პირთან" აცხადებს ადვოკატი. 

ამავე თემაზე