2018-09-03 17:17:51
ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი -უგულავა

ეს არის პოლიტიკური ჯილეხი საქართველოსთვის- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას:

„ჩვენ ევროპის "ხალხთა პარტიის" ეგიდით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც პირობა დავდეთ, რომ ვფოკუსირდებით იმ პირდაპირი მნიშვნელობით, ჯილეხის წინააღმდეგ, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია და რომელსაც ხვალ თუ ზეგ "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს. ეს არის პოლიტიკური ჯილეხი საქართველოსთვის, საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. როდესაც "ქართული ოცნება" და ივანიშვილი ამისთვის ემზადება, რატომ რჩება დრო "ნაციონალურ მოძრაობას" ამ სიმულაციური პროცესის წარმართვისთვის?“- განაცხადა გიგი უგულავამ.

 

ამავე თემაზე