2018-08-31 13:51:34
ჟერარ დეპარდიეს 22 წლის გოგოს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ

ჟერარ დეპარდიეს ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ვეტერან ფრანგ არტისტს 22 წლის ქალმა უჩივლა, მისი სახელი ამ დროისთვის უცნობია. თავად დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფს.

როგორც მსახიობის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ ახალგაზრდა მსახიობს იცნობს, თუმცა ძალადობის ფაქტებს არ ადასტურებს. 

ახალგაზრდა ქალი კი საჩივარში ყვება ორი ინციდენტის შესახებ, რომელიც წელს, აგვისტოში დეპარდიეს სახლში, რეპეტიციის დროს მოხდა. ჟურნალისტების ცნობით, დეპარდიე ახალგაზრდა მსახიობი ქალის მამის მეგობარია.

 

ამავე თემაზე