2018-08-30 16:13:06
ახმეტაში მამაკაცი დაჭრეს

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.  არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. 

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებული ყოფილი პოლიციელია.
გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დ 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე