2018-08-30 14:10:30
8 დაშავებული - შეჯახება ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე. დაშავდა 8 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. 
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება. 

 

ამავე თემაზე