2018-08-30 13:25:49
ეკონომიკა 7 თვეში 5,5%--ით გაიზარდა - მთავრობა

2018 წლის იანვარ-ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 5.5% შეადგინა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:

"2018 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, ვაჭრობის, უძრავი ქონებით ოპერაციების, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 %-მდე გაზარდა." ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე თემაზე