2018-08-30 12:33:57
"შავი ფულით დაფინანსებული ცრუ ინფორმაციები" - ვაშაძე შსს-ს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" არჩევნების გაყალბების მცდელობაზე საუბრობს და შსს-ს მიმართავს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ცალსახად არის ხაზგასმული, როგორც არჩევნების გაყალბების მცდელობა, ასევე შავი ფულით ოპოზიციის საერთო კანდიდატის წინააღმდეგ კამპანიის წარმოების დაწყება. 

ვაშაძე ითხოვს დაინტერესდეს აუდიტის სამსახური, ვინ ურიცხავს ფულს კონკრეტულ პირებს ცრუ ინფორმაციის ტირჟირტებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ გაავრცელა წინასაარჩევნო გარემოს შეფასების დასკვნა, სადაც არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენს მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები კრწანისის ოლქის თავმჯდომარესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდანაც შეფასებულია, როგორც დანაშაულის შემცველი ნიშნების მქონე ჩანაწერი. მოვითხოვთ მოხდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა არჩევნების გაყალბების მცდელობის მუხლით. შესაბამისად მოხდეს რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე საგანგაშოდ არის შეფასებული „ქართული ოცნების“ შავი ფულით დაფინანსებული ის ცრუ, ყალბი ინფორმაციები, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით, განსაკუთრებით ჩვენს კანდიდატ გიორგი ვაშაძესთან მიმართებაში. მოვითხოვთ აუდიტის სამსახურიდან დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა და გამოძიება ვინ აფინანსებს და რა წყაროებით ფინანსდება ამ ფეიკ ნიუსების გავრცელება სოციალური მედიით“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე