2018-08-29 19:49:44
„ენმ"-ს წარმომადგენლებს აქვთ თავისი წილი დანაშაული 2008 წლის ომში - კობახიძე

„ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება, თავის დროზე, მაშინდელი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად შეეფუთათ საკუთარი წილი დანაშაული იმ მოვლენებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. ალბათ, ეს განცხადებაც იყო ამის ერთ-ერთი გამოძახილი. მათ აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს და შესაბამისად, ასე უნდა შეფასდეს, ბუნებრივია, მათი წვლილი და როლი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ომი ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს.

ამავე თემაზე