2018-08-29 16:21:50
შალვა ნათელაშვილი ცესკოს უნდობლობას უცხადებს

"ლეიბორისტული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს უნდობლობას უცხადებს და თამარ ჟვანიასა და მისი გუნდის გადადგომას მოითხოვს.

„როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, 2 თვით ადრე არჩევნებამდე ვუცხადებ აბსოლუტურ უნდობლობას ცენტრალურ  საარჩევნო კომისიას და მათ დაუყოვნებლივ გადადგომას მოვითხოვ. თუ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მიიღებს ხალხის მრისხანებას ქუჩიდან და იქნება მათთვის უკვე ყველაფერი ძალიან გვიანი,“-განაცხადა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე