2018-08-29 14:50:31
კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადააყენეს - ჟვანია ამბობს, რომ ჩანაწერი მოითხოვეს, თუმცა არ მიუღიათ

ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, დავით ფეტვიაშვილს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

როგორც სხდომაზე ცესკოს თავჯმდომარემ განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ცესკომ გამოითხოვა, თუმცა ამ დრომდე არ მიუღია. მისივე თქმით, შიდა აუდიტის სამსახური ფაქტის შესწავლას განაგრძობს. 

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარევი კონკურსი გამოცხადდა. ადგილის შევსება 2 დღეში უნდა მოხდეს. 

 

ამავე თემაზე