2018-08-29 11:00:56
"კომისიის სხდომა ანგარიშსწორების არეალად აქცია"- "საიას" პასუხი წულუკიანს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, იუსტიციის მინისტრს მათი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია რომ თეა წულუკიანი 2018 წლის 24 აგვისტოს უწყებათაშორისი კომისიის მორიგ სხდომაზე საიას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მონიტორინგის ანგარიშით დაინტერესდა და საიას წარმომადგენელს სთხოვა, წარმოედგინა მეთოდი, რომლითაც დადგინდა ნათესაური კავშირები, ვინაიდან მინისტრის თქმით, მეთოდის შესახებ მოცემულ დოკუმენტში საუბარი არ არის:

"იმის მაგივრად, რომ იუსტიციის მინისტრს დეტალურად შეესწავლა და გადაემოწმებინა არსებული ხარვეზები და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტებზე, ასევე, ინფორმაცია გადაემოწმებინა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მან ზედაპირული, წინასწარ განწყობებით არსებული შეხედულებებით იხელმძღვანელა. კომისიის სხდომა ანგარიშსწორების არეალად აქცია, შეეცადა სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დისკრედიტაცია მოეხდინა და საიას საქმიანობა დესტრუქციულად წარმოეჩინა, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ცოტა ხნით ადრე საია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ითხოვდა, თეა წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრად დასახელებული არ ყოფილიყო." ნათქვამია "საიას" განცხადებაში.

განცხადება სრულად 

 

 

ამავე თემაზე