2018-08-28 13:29:10
იმედი მაქვს, რომ ცესკო სათანადოდ ჩაეძიება ამ საკითხს - კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე

პარლამენტის თავმჯოდმარე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ თუ არის სამართალდარღვევა, ამას უნდა მოჰყვეს რეაგირება:

"მთავარიამ, რომ სისტემური პრობელამა არ არესებობს. თუ არის სადმე კონკრეტული გადაცდომა, ამაზე რეაგირება მართებს ცესკოს და მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ცესკო სათანადოდ ჩაეძიება ამ საკითხს და თუ არის სამართალდარღვევა, ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისის სამართლებრივი რეაგირება." აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ  გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია" გუშინ ვიდეომასალა გაავრცელა, საქმე ეხება საარჩევნო კომისიებში ე.წ. არაპარტიულ კვოტებზე ქართული ოცნების აქტივისტების დანიშვნას.

  

ამავე თემაზე