2018-08-28 13:16:17
ის ელოდება, როდის მიიწურება მისი საპრეზიდენტო ვადა - კობახიძე

ეს იყო პრაქტიკულად პრეზიდენტის მხრიდან იმის განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს და ელოდება, როდის მიიწურება მისი  საპრეზიდენტო ვადა- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯოდმარე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც უზენაესი სასმართლოს თავმჯოდმარეობის კანდიდატურის დასახელებაზე უარი თქვა:

"ეს არის მორიგი შემთხვევა, რომელიც ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას. ჩვენ არაერთგზის ვთქვით, რომ დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, ეს იყო მისი პრეროგატივა და ამის შემდეგ მივიღებდით ჩვენ გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.  ეს იყო პრაქტიკულად პრეზიდენტის მხირდან იმის განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევენბს და ელოდება, როდის მიიწურება მისი  საპრეზიდენტო ვადა" აცხადებს ირაკლი კობახიძე

ამავე თემაზე