2018-08-28 13:04:19
პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მარიამობა სიონის ტაძრიდან მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში,სადაც საზეიმო წირვა ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა და სრულიად საქართველოს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. 

"ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. დღევანდელი დღე თითოეული ქართველისთვის არის განსაკუთრებული დღე და დღეს ჩვენი მრავალეთნიკური ერი ამ დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამავე დროს, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომ ყველა მორწმუნე ადამიანმა და ყველა მოქალაქემ სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოს - ქრისტესმიერი სწავლების. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. მე მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს მარიამობა ცხინვალსა და სოხუმში. განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი", - განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე