2018-08-28 12:39:51
ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზარში მაღაზიები დალუქეს

ბათუმში, ე.წ. ხოფის ბაზარში რამდენიმე მოვაჭრეს მაღაზია დალუქული დახვდა. მეპატრონეების განმარტებით, ბაზრის ადმინისტრაციამ მათ გადასახადები გაუძვირა და გადახდას ვერ ახერხებენ. ამის გამო, ადმინისტრაციამ ​მათი სავაჭრო ადგილები გაუფრთხილებლად დალუქა.

ბაზრის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ გადასახადების გაძვირების შესახებ მოვაჭრეები რამდენიმე თვის წინ გააფრთხილეს. დღეს კი ადმინისტრაციამ დალუქვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ბაზრის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ფასები აუდიტის გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცდა და დაკავებული მიწის ფართობის მიხედვით განისაზღვრა.

ამავე თემაზე