2018-08-27 19:11:51
ივანიშვილმა მიიღო სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის საბოლოო გადაწყვეტილება- გიორგი ვაშაძე

"ივანიშვილმა მიიღო სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის საბოლოო გადაწყვეტილება"- ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ "პირველი რადიოს" ეთერში, გადაცემა "პატარა პოლიტიკაში" საუბრისას გააკეთა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ივანიშვილის ბრძანებით, ქართული ოცნების აქტივისტებმა დაიწყეს აქტიური მოქმედებები იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში დაფიქსირებული დარღვევები, რაზეც დღეს, ნაციონალურ მოძრაობაში საუბრობდნენ.

საქმე ეხება საარჩევნო კომისიებში ე.წ. არაპარტიულ კვოტებზე ქართული ოცნების აქტივისტების დანიშვნას.

"უნდათ, რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი და ამისათვის იყენებენ ყველანაირ რესურსს. ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, დიდი ფული და პარტიული მხარდაჭერა, თუმცა ისინი ამას მაინც ვერ შეძლებენ და ჩვენი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში" განაცხადა გიორგი ვაშაძემ "პატარა პოლიტიკაში"

ამავე თემაზე