2018-08-27 15:34:08
"წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს" - ადვოკატი

შატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ ლორა სმიტის სხეულში კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი - აცხადებს სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატი.

ლექსო კობაიძის თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის დატოვების შესახებ, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. 

"შერაცხადობაზე ექსპერტიზის დასკვნას ვეთანხმებით, რადგან ფაქტობრივად, წარმოუდგენელია ერთმა ადამიანმა მოკლას მამაკაცი, შემდეგ მოკლას ბავშვი, ქალს სდიოს კილომეტრნახევარი, გააუპატიუროს და გაგუდოს. ეს წარმოუდგენელია, რაც არ უნდა მანიაკალურ ინსტიქტებთან გვქონდეს საქმე. სპერმის ექსპერტიზასთან დაკავშირებით კი მთელი რიგი უზუსტობებია და ამას მოწმობს ისიც, რომ ექსპერტიზის მიხედვით, რაიან სმიტის სხეულში იყო მისივე სპერმა, რაც დაუჯერებელია. ჩატარდება ექსპერტიზა და დადასტურდება, რომ კობაურის სპერმა არ არის მოხვედრილი ლორა სმიტის სხეულში",- განაცხადა კობაიძემ.

ამავე თემაზე