2018-08-27 15:28:05
ქართული ოპიუმი და ჰეროინი - ნარკოლოგიის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შსს-ში დაიბარეს

სამხარაულის ნარკოლოგიის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. 

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციისთანავე სამხარაულის ნარკოლოგიის ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გამოკითხვის მიზნით დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა  მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რომ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მენაბდიშვილმა განაცხადა, რომ 
საქართველოშიც დაიწყეს ოპიუმის მოყვანა და ბაზარზე უკვე გამოჩნდა ქართული ჰეროინი. 


 

ამავე თემაზე