2018-08-24 19:36:10
"ვერც ის გავიგე, რატომ დაიწყო კონსულტაციები და რატომ დამთავრდა ასე" - წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესი გაუგებარი და გაუმჭვირვალე იყო. თეა წულუკიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით რაზე ვერ შედგა კონსენსუსი.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმჭვირვალე პროცესი იყო, რადგან ვერც ის გავიგე, რატომ დაიწყო კონსულტაციები და რატომ დამთავრდა ასე. როდესაც მართლმსაჯულების ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა ხდება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სერიოზული შერჩევის პროცესი. ამ პროცესს თავიდანვე ჩემს თვალში არ ჰქონია რაიმე სერიოზულობის ნიშანწყალი და ეს საჯაროდაც ვთქვი. ჩემთვის უცნობია, რაზე ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ ამ ინსტიტუტის დაცვითა და ქებით არის დაკავებული. კომენტარსაც ვერ ვაკეთებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ახალი კონსტიტუციით უზენაესის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს

ამავე თემაზე