2018-08-24 18:28:57
"მან შესაძლებლობა დაუტოვა "ქართულ ოცნებას" დაამტკიცონ მათთვის სასურველი კანდიდატი" - აბესაძე

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატი,  გაუგებარია ოპოზიციისთვის. "ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება არ შეასრულა:

"გაუგებარია, პრეზიდენტის გადაწყევტილება რატომ არ შეასრულა მან საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება და რატომ არ დაასახელა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი,რომელიც შეძლებდა სასამართლოს გათავისუფლებას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გავლენიდან.  ამით მან შესაძლებლობა დაუტოვა "ქართულ ოცნებას" დაამტკიცონ მათთვის სასურველი კანდიდატი, რომელიც კვლავ გააგრძელებს სასამართლოს მართვას იმ პრინციპებით, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ "ქართული ოცნების" მიზანს“-აცხადებს აბესაძე.

გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ახალი კონსტიტუციით უზენაესის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეარჩიოს

ამავე თემაზე