2018-08-24 17:50:08
"რაც უფრო ბოლოსკენ მიდის, არაადეკვატური ხდება"- მდინარაძე პრეზიდენტზე

პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება. 

"რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, მისი გადაწყვეტილებების კომენტირება ჭირს, მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოს ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, შემდეგ კინკლაობა დაარქვა ამ ყველაფერს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები",- განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს.

ამავე თემაზე