2018-08-24 12:06:23
"მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული" - ბანერი ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" აქტივისტებმა შენობაზე ბანერები გადმოკიდეს - "მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული".

აქტივისტების განმარტებით, ბანერი ტურისტულ ცენტრში, ინგლისურ ენაზე გამოფინეს, რათა ტურისტებისთვის მათი გზავნილი გასაგები იყოს.

აქტივისტებმა მთელი ღამის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ათასი სტიკეტი გააკრეს წარწერით "რუსეთი ოკუპანტია", თუმცა პოლიციამ ყველა სტიკერი ჩამოხსნა. 

ამავე თემაზე