2018-08-23 13:05:07
"ცოლ-ქმარმა ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მიიღეს"

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის,  კახა ბექაურის ოჯახი გადასახადის გადამხდელების ჯიბიდან წლის განმავლობაში მილიონამდე ლარის შემოსავალს იღებს- ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა:

„2017 წლის განმავლობაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე ბატონმა კახა ბექაურმა მიიღო წლის განმავლობაში პირდაპირი ანაზღაურება 234 ათასი ლარის ოდენობით. 
მისმა მეუღლე ეკა ბერიძემ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ კომპანია GWP-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული მომსახურების დირექტორად გაამწესა, იგივე პერიოდში - 303 575 ლარი ანუ ხელფასის სახით ცოლ-ქმარმა ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ლარი მიიღეს. მაგრამ ოჯახი ამით არ დაკმაყოფილდა და სხვადასხვა კომპანიებიდან, რომელებშიც ბატონი ბექაური წილს ფლობს, დამატებით თითქმის 300 000 ლარი მიიღო“, - განაცხადა თარგამაძემ.

 

ამავე თემაზე