2018-08-23 10:06:03
ძლიერმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა და სახლების სარდაფები დაიტბორა. მოძრაობა შეფერხებული იყო საავტომობილო გზებზეც. საგანგებო სიტუაციების მართვის სულ 12 შეტყობინება შევიდა.

საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, რომლებიც ძლიერმა ნალექმა დატბორა ამოტუმბვითი სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა.

ამავე თემაზე