2018-08-22 12:28:15
"სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, სადაც დარტყმები არ არის მიყენებული" - ტატუნაშვილის საქმე სტრასბურგში

ტატუნაშვილების ოჯახს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი შეაქვს. დოკუმენტი ევროსასამართლოში დღეს გადაიგზავნება და მთავარი მტკიცებულება წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნა იქნება:

"გამოიკვეთა ის გარემოებები, რომ ადამიანის წამების შედეგად განვითარდა ადამიანის ტრავმული ნეიროგენული ხასიათის შოკი, რამაც გამოიწვია მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა და აქედან გამომდინარე დადგა სიკვდილი. სხეულის ორ მესამედზე მეტზე აღენიშნება დაზიანებები. ეს დაზიანებები ერთობლიობაში 100-ზე მეტ დაზიანებას წარმოადგენს, რომელიც მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნით. გამოყენებულია პოლიციური დუბინკები, რისი კვალიც ნათლად ამჩნევია სხეულს და სხეულის ნაწილი არ არის დარჩენილი, სადაც არ იქნებოდა ასეთი მრავლობითი დარტყმები მიყენებული" აცხადებს "ემპათიას" ექსპერტი კახა მიქაძე.

ამავე თემაზე