2018-08-22 11:24:55
9 დაშავებული - შეჯახება ბათუმში

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის გზატკეცილზე მუნიციპალური ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. 

 


Read more at https://www.primetime.ge/news/1534922624-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-9-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98#3LtxCXijZCZsO1JD.99

 

ამავე თემაზე