2018-08-21 10:38:22
"არ გვაქვს მოლოდინი, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ"- ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი თავიდანვე ხარვეზებით მიმდინარეობდა, რის გამოც უმრავლესობამ პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

"გასაკვირი არ არის , იმიტომ რომ ჩვენ უფრო ადრე გამოვეთიშეთ პროცესს. ყველა მოველოდით და სასურველიც იყო, თვითონ ქვეყანასაც სჭირდება, რომ ეს პროცესი წარმართულიყო უფრო მეტი პასუხისმგებლობით, სერიოზულობით და იმდაგვარად რომ გარკვეული კონსოლიდაცია მომხდარიყო. პრობლემას ვხედავთ იმაში, როგორ მიდის ეს პროცესი, შესაბამისად მაღალი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მაინცდამაინც საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ დასახელებულს,"-აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი

გიორგი მარგველაშვილს კანდიდატის დასახელების ვადა სექტემბრამდე აქვს.

ამავე თემაზე